ჩვენ შესახებ
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად მოთხოვნადი გახდა ნატურალური პროდუქტი და ჯანსაღი კვება. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციების წარმოჩენა, რადგან ერის ტრადიციები, მისი წარსული და ისტორიული მეხსირება განსაზღვრავს მის ხასიათს და იდენტობას. ჩვენი კომპანია აწარმოებს სწორედ ქართული იდენტობის ნაწილს ქართული ტრადიციულ და ავთენტურ ყველს- დამბალხაჭოს, სხვა ნარურალური რძის პროდუქტებთან ერთად ( სოფლის კარაქი და ერბო)
ჩვენი საწარმო მდებარეობს საქართველოს მთებში, თბილისთან ახლოს -დაბა თიანეთში. იქ ყველა პროდუქტს ვამზადებთ ბებიისგან გადმოცემული ტრადიციული ტექნოლოგიით.
ყველაფერი 7 წლის წინ დაიწყო - ჩვენი იდეა ქართული ეთნო პროდუქტის - დამბალხჭოს ტექნოლოგიის აღონძინებას მოიცავდა. დამბალხაჭო გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელების ყველია, რომელიც ხანგრძლივი დაძველების ტრადიციით და საგემოვნო თვისებებით ჰგავს ევროპული დაძველებულ ყველის სახეობებს: კამამბერი, როკფორი, პარმეზანი, ბრი. მისი დამზადების ტექნოლოგიას, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის, კულტურის სამინისტომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ამის მიუხდავად, იკარგებოდა უნიკალური ტრადიცია. სწორედ ამ მივიწყებული ტექნოლოგიის გაცოცხლება და დამბალხაჭოს ფართო მასებისთვიას გაცნობა გახდა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.
მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ და ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადეთ სამომხმარებლო ბაზარზე - დღესდღეობით ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ ბრენდულ კომპანისთან და რესტორანთან ქართულ ბაზარზე - დედაქალაქში და საქართველოს რამოდენიმე დიდ ქალაქში. ჩვენი მიზანია მსოფლიო ბაზრის ასეთივე გიგანტი კომპანიების და ვიპ რესტორნებისთვისაც მოთხოვნადი გავხადოთ დამბალხაჭო.
როცა პროდუქტი თავის თავში თვითმყოფადი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია, ორმაგად საინტერესო ხდება მისი დამზადების ტექნოლოგიაც.
აგროტურისტული სერვისის მეშვეობით სწორედ ტექნოლოგიურ პროცესში ჩართვას ვთავაზობთ ვიზიტორებს. მათ შეუძლით მონაწილეობა მიიღონ წარმოების პროცესში, გასტრონომიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ კუთხური სამზარეულო. საწარმო-მუზეუმში დაცულია ტრადიციული ტექნოლოგიური ჯაჭვი ტრადიციულ ინვენტართან ერთად
ძირითადი რეკლამა ჩვენთვის კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციაა. ბებიის უნაიკალური რეცეპტით გაგრძელებული ტრადიცია გვხდის განსხვავებულს და ძალიან მოხარულნი და ამაყნი ვართ, რადგან:
1.ჩვენი მცდელობით არა მარტო გადარჩა და გაცოცხლდა მივიწყების პირას მყოფი ტექნოლოგოა, არამედ ზოგადად ყველის ამ სახეობას პოპულარულიზაციასა და ცნობადობის გაზრდაში დაეხმარა.
2.მოკლე დროში შევძელით მომხმარებლების ნდობის და სიყვარულის მოპოვება
3. დავიწყეთ ნულიდან საწყისი კაპიტალის გარეშე და შევძელით აგვეშენებინა ჰასპის სტანდარტებზე მორგებული საწარმო საკუთარი სოლარ მიკროსიმძლავრის სადგურით(10კვტ) და ბიოკანალიზაციის სისტემით
4. მართა ბებოს სახელის ტარებით, წინაპართა ხსოვნის და პატივისცემის ქართული ტრადიცია გავაგრძელეთ და სხვებიც წავახალისეთ ასეთი ქცევისკენ
5. ქართული ყველის გზის მარშრუტში https://cheeseroute.ge/ გუგლის რუკაზე მოინიშნა ჩვენი საწარმო და მოხვდა პირველ 30 საწარმოს შორის საქართველოში
6. 2024 წელს ჩვენ საწარმოს ჰასპის სერთიფიკატი მიენიჭა
7. 2025 წლის ზაფხულში საწარმო მწვანე ბილიკების მარშრუტზეც მოინიშნა
საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით კეთდება, აუცილებლად იქნება წარმატებული!