აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა. მისი განვითარება ევროპაში 1960-იან წლებში, იტალიის რეგიონ ტოსკანაში დაიწყო. მისი ძირითადი არსი ისაა, რომ ქალაქის მცხოვრებლები გაეცნონ სოფლის ყოფას, შეითვისონ ხალხური ტრადიციები, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღონ ჯანსაღი პროდუქტი და გაეცნონ პროდუქციის წარმოების ტრადიციას. ამასთან, აგროტურიზმი არის საუკეთესო გზა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ადათ-წესების, ფოლკლორის პოპულარიზაციისა და შენარჩუნებისთვის.
ფშავისთის და თიანეთისთვის გამორჩეული ტრადიცია, მისი იდენტობის ნაწილია დამბალხაჭოს დამზადების ტენოლოგია, რომელიც 2 საუკუნეზე მეტს ითვლის და არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული კულტურის სამინისტროს მიერ. ამავდროულად იგი ერთ-ერთია საქპატენტში რეგისტრირებული 64 გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებიდან. როცა პროდუქტი თვითმყოფადი ისტორიის და ტრადიციის მატარებელია, ორმაგად საინტერესო ხდება მისი დამზადების ტექნოლოგიაც.
ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს ვთავაზობთ:
ავთენტური გამოცდილების მიღებას – მართალია, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კომფორტისა და სიმყუდროვის უმაღლეს სტანდარტამდე მიგვიყვანა, თუმცა ამ პროცესში ავთენტურობის შეგრძნება დაიკარგა. აგროტურიზმი კი სწორედ ამ სახის გამოცდილებებზე დგას. ტრადიციასთან და წარსულთან შეხებას წარმოების პროცესში ჩართვით, რაც ძალიან სენსიტიურია, განსაკუთრებით თავადაც დიდი ისტორიის მქონე ხალხისთვის
გასტრონომიული მოგზაურობას – კულტურასა და კულინარიას შორის კავშირი ყველაზე მკაფიოდ სწორედ იქ ჩანს, სადაც თავად ეს საკვები თუ სასმელი იბადება. კერძის წარმოშობის ადგილთან გაცნობა და მასტერკლასები, გარდა გემოთი და არომატით ტკბობისა, მისი უნიკალურობისა და შინაარსის გააზრებაშიც გვეხმარება.
ბუნების სილამაზით ტკბობა – თიანეთი ძალიან ლამაზია თავისი ბუნებით და მწვანე მუნიციპალიტეტად არის აღიარებული. თბილისიდან სულ რაღაც 65 კილომეტით დაშორებული დაბა გარშემორტყმულია მთებით და ზღვის დონიდან 1180 მერტზე მდებარებს, აქვს მდინარეც და ლამაზი ტყეებიც, მინდვრებიც და ბევრი ისტორიული ძეგლიც.
ტურის ფარგლებში შესაძლებელია 8-20 კაციანი ჯგუფის მიღება. ვიზიტორებს ვთავაზობთ რამოდენიმე ტიპის სერვისს:
1. საწარმოს გაცნობა - ტურისტი დაათვალიერებს საწარმო-მუზეუმს და მონაწილეობას მიიღებს წარმოების პროცესში - კარაქის შედღვება; ხაჭოს დაწურვა, მარილში გადაზელვა, გუნდების (კვერების) დამზადება და ა.შ.
2. გასტრონომიული მასტერკლასები - ტურისტი მონაწილეობას მიიღებს ტრადიციული კერძების - დამბალხაჭოს ხაჭოერბოს, ხინკლის, ქადის - მომზადებაში
3. ტრადიციული ფშაური სუფრა - გამასპინძლება წინაწარ შეკვეთილი, ტრადიციული კერძების მენიუს მიხედვით
სასურველია ვიზიტის დრო მინიმუმ 2 კვირით ადრე შეთანხმდეს და დაიჯავშნოს
თბილისიდან ერთი საათის სავალზე (65კმ), ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახურ საწარმო-მუზეუმში დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო ლამაზ ბუნებასთან და გემრიელ კერძებთან ერთად.
ჩვენთან სტუმრობა ნამდვილად გაგიადვილებთ ქართველი ერის იდენტობის, ეთნოკულტურის და წეს-ჩვეულებების შეცნობას.
გელით!