დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone593379222 emailmartabebos@gmail.com

ერბო - გადამდნარი კარაქი

საქართველოში ცხიმის მოხმარების უძველესი ტრადიცია არსებობს. ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე ნაწილდება. აღმოსავლეთ საქართველო უფრო ცხოველური ცხიმების მოხმარებას ენიჭება უპირატესობა, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი - მცენარეული ცხიმებს. ეს განპირობებულია როგორც ჰავით, ასევე  ადათებით და წეს-ჩვეულებებით.

ცხოველური ცხიმების მოხმარების კულტურა ძირითადად იმ რეგიონებში იყო გავრცელებული, სადაც კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა. ასეთი იყო სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, მთიანი აჭარა და სხვა

ფშავ-ხევსურეთში ძირითადი ცხიმი ისტორიულად  კარაქი და ერბოა. ებო მზადდება კარაქის გადნობის შედეგად. კარაქი უნდა გადნეს ადუღების გარეშე, ძალიან ფრთხილად. გამდნარი კარაქი თავზე მოიკიდებს თეთრ ფენას - რძის კაზეინს, ძირში კი დაილექება რძის ნარჩენები და სხვა ზედმეტი ნივთიერებები. თავზე მოგდებული თეთრი ფენა მთლიანად უნდა მოშორდეს. გასუფთავებული კარაქი - იგივე სუფთა ცხიმი, ლიპიდები, ფრთხილად, ანჯღრევის გარეშე ისხმება სხვა ჭურჭელში, ისე რომ ძირში დალექილი ზედმეტი მინარევები არ მიჰყვეს.

დღეს საკვების მოსამზადებლად არაერთი სახეობის ცხიმები არსებობს, თუმცა ყველაზე უკეთესად მაინც ერბო მიიჩნევა, ცხიმები ორ ჯგუფად იყოფა — გაჯერებულ და პოლიგაუჯერებელ ცხიმმჟავებად. პირველ ჯგუფში შედის: კარაქი, ერბო. მეორეში — ყველა მცენარეული ზეთი. გარდა ამისა, ასევე არსებობს მონოგაუჯერებელი ცხიმმჟავები — ეს ზეითუნის ზეთია.

„გაჯერებული ცხიმები უფრო სტაბილურია, ხოლო პოლიგაუჯერებელი — დაჟანგვას ექვემდებარება. ეს არის პროცესი, რა დროსაც ჟანგბადისა და სინათლის გავლენით ზეთი დაჟანგვასა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას იწყებს. ისინი კი მავნებელია ორგანიზმისთვის, ვინაიდან ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია“, — განმარტავენ დიეტოლოგები.

ამასთან  აზუსტებენ, რომ შეწვისას კარაქზე მეტად სასარგებლო ერბოა, ვინაიდან მასში უფრო მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, ასევე ცოტა რძის ცილა კაზეინი — აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებების შესაძლო პროვოკატორი. გარდა ამისა, ერბო შეიცავს მცირე რაოდენობის ლაქტოზას, რაც მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც  აქვთ ლაქტოზის.აუტანლობა.